,,ევსევი მიქელაძე დაიბადა 1891 წელს ხონის რაიონს სოფელ პატარა ჯიხაიშში. იმ დროს სოფელში სკოლა არ ყოფილა, გოგო-ბიჭები ქართულ წერა-კითხვას ევსევის ბებიისგან სწავლობდნენ. 1900 წელს სოფლის თავკაცების მეშვეობით დაარსებულა დაწყებითი სკოლა, სადაც ევსევიც მიუბარებიათ. სკოლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში (დირექტორი იოსებ ოცხელი, მოადგილე სილოვან ხუნდაძე) განსაკუთრებული ინტერესით ეკიდებოდა ჰუმანიტარული დისციპლინების შესწავლას.
ფილოლოგიური დისციპლინების კვლევის სფეროში გიმნაზიელი ევსევი მიქელაძის გამორჩეული ნიჭიერების ნათელსაყოფად რუსულ ლიტერატურაში გამოსაშვებ გამოცდებზე შესრულებულ საკონტროლო ნაშრომს თემაზე: ,,რით არის შვენთვის მნიშვნელოვანი ობლომოვის სახე?” რომელიც 1911 წელს რუსულ ენაზე დაიბეჭდა კავასიის სასწავლო ოლქის სამასგვერდიან “ანგარიშებში” (საგნის მასწავლებელი ალექსანდრე გარსევანიშვილი)თემას წამძღვარებული აქვს ვრცელი გეგმა. შესავალში დახასიათებულია რუსული რეალისტური მწერლობა, ამასთან გაანალიზებული არის უმთავრესი ფაქტორები, რომლებმაც ობლომოვის სულიერი სამყარო ჩამოაყალიბეს. ხასგაზმითაა აღნიშნული, რომ დასაღუპავად განწირული ,,ობლომოვშჩინა” უმძიმეს ტვირთად აწვა რუსულ ყოფას.
ავტორი მართებულად შენიშნავს, რომ დიდმა მწერალმა ი.ა. გონჩაროვმა რომანში მოათავსა საკუთარი შემოქმედებითი მეთოდის უმთავრესი ნიუანსები, მისი სოციალურ-ფსიქოლოგიური რეალობის ფონზე განაზოგადარუსული ყოფისათვის დამახასიათებელი სახეები და პერსონაჟები.
რომანში სააშკარაოზეა გამოტანილი ფეოდალურ-პატრიარქალური ყოფისათვის დამახასიატებელი უძრაობა, ფუქსავატური, პარაზიტული, ცხოველურ დონემდე დასული სინამდვილე, ყოველდღიურობა...
ცნობილია, რომ რევოლუციურ-დემოკრატიული კრიტიკა ,,ობლომოვის” გამოქვეყნებას აღფრთოვანებით შეხვდა.
ახალგაზრდა ობლომოვიც მშობელთა კვალზე იზრდებოდა. მას სავსებით კანონზომიერად მიაჩნდა, რომ ,,სხვებს” უნდა ეშრომათ... თავად ძალაც არ შესწევდა ცოდნის გამოსაყენებლად. მეცნიერებასა და ცხოვრებას შორის უფსკრულს ხედავდა, რამაც გარიყა და ,,ზედმეტ ადამიანად” აქცია. სიზარმაცის ტყვეობაში, უშფოთველ სიმშვიდესა და ასეთ სამარისებულ ყოფაში ცხოვრობდა სასიკვდილო დარტყმამდე, რამაც გაისტუმრა კიდეც საიქიოს.
- რა ჰქვია იმ უბოროტეს მტერს, რომელმაც დააჭკნო ილია ილიას ძე ობლომოვის გაუშლელი კოკორი და ჩაფლო იგი ჭაობში. – აყენებს კითხვას აბიტურიენტი და პასუხობს - ,,ობლომოვშჩინა”, დიდი ზიანი, რომ მიაყენა საკუთრივ რუს ხალხს, განსაკუთრებით ამ სენით დაავადებულ მემამულურ ინტელიგენციას. საილუსტრაციოდ გაანალიზებულია ობლომოვისა და ონეგინის დობროლუბოვისეული შეფასება.
უმაღლეს ნიშანზე შეფასებული ევსევი მიქელაძის ნაშრომს ახლავს სხვა ღირსებებიც, მათი მიმოხილვა შორს წაგვიყვანდა..
გიმნაზიის ოქროს მედალზე დასრულების შემდეგ ევსევი პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლური ენების ფაკულტეტის სომხურ-ქართულ განყოფილებაზე ჩაირიცხა. აქვე სწავლობდნენ შემდგომში სახელგანთქმული მეცნიერები აკაკი შანიძე, გიორგი ჩიტაია და სხვები. შემოქმედებითი კონტაქტები ჰქონდა ცნობილ ბიზანტიოლოგთან ა.ვასილიევთან, ეწეოდა რა მთარგმნელობით საქმიანობას შუასაუკუნეების ძეგლების პოპულარიზაციის მიმართულებით, თანაკურსელებტან ერთად ბეჯითად მუშაობდა იაფეტურ ენათმეცნიერებაში, ცოცხალი, უმწიგნობრო ენების შესწავლის დარგში, აქტიურად მონაწილეობდა არქეოლოგიურ გათხრებში და ექსპედიციებში.
სტუდენტები ღებულობდნენ დავალებებს ამა თუ იმ არქიტექტურული დეტალების შესასწავლად. ევსევს დაუმუშავებია თიხის ჭურჭლის ჩუქურთმული გამოსახულებანი, სტუდენტობის წლებში არაერთი საკვლევი თემის ავტორიც ყოფილა. საყურადრებოა, რომ ნიკო მარის დადებითი რცენზიის შედეგად მისი ერთ-ერთი ნაშრომი ოქროს მედლით იქნა შეფასებული და გამოქვეყნდა პეტერბურგის უნივერსიტეტის ,,ანგარიშებში”.
აღმოსავლური ენების ფაკულტეტი გამორცეული გახდა მთელ უნივერსიტეტში არაბულ-სპარსული, იაპონური, ებრაული, სომხურ-ქართული, სანსკრიპტული და სხვა განყოფილებებით.
ევსევი მიქელაძემ უნივერსიტეტი ოქროს მედალზე დაასრულა 1916 წელს. ივანე ჯავახიშვილისა და ნიკო მარის რეკომენდაციით ტოვებდნენ საპროფესოროდ მოსამზადებლად, მაგრამ გადაწყვიტა მშობლიურ ქუთაისს დაბრუნებოდა: გიმნაზიის დირექტორი იოსებ ოცხელი თავის არზრდილს ოფიციალურად იწვევდა პედაგოგიურ დარგში სამოღვაწეოდ.
ევსევს პეტერბურგში ქართველ, რუს და უცხოელთაგან ბევრი სათაყვანებელი ლექტორი ჰყავდა. ამჯერად მოვიხმობთ მის რამდენიმე გულწრფელ სტრიქონს დიდი ივანე ჯავახიშვილის პიროვნების მისეული დახასიათებიდან: ,,ბატონი ივანე გახლდათ საოცრად დახვეწილი ინტელიგენტი, უგანათლებულესი მეცნიერ-მკვლევარი, მეტად დინჯი და თავშეკავებული დასკვნების გამოტანისას. მის მომხიბვლელ ლექციებს ფილოლოგების გარდა სხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც ისმენდნენ... სტუდენტებთან მუშაობით კმაყოფილებას ყოველთვის უჩვეულო ღიმილით და ხელების ფშვნეტის გახანგძლივებით გამოხატავდა...
ე.მიქელაძის პედაგოგიური მოღვაწეობა ქუთაისში სულ უფრო ფართო მასშტაბს იძენდა. საკმარისია აღინიშნოს, რომ იგი, როგორც აღმოსავლური ენების ბრწყინვალე მცოდნე, სახელმწიფო პედინსტიტუტში ასპირანტებს ასწავლიდა სპარსულ ენას, გარდა ამისა, კითხულობდა ლექციებს შუასაუკუნეების რუსული ლიტერატურის ისტორიაში...
რაოდენ დასანანია, რომ ხალასი ნიჭით, მეცნიერული კვლვევის შესაშური უნარით დაჯილდოებული ბატონი ევსევის კოლოსალური მონაცემები სათანადოდ ვერ წარმოჩნდნენ საკუთარ ნაშრომებში.
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ენათმეცნიერების პატრიარქის აკაკი შანიძისა და ევსევი მიქელაძის იდეალური მეგობრობა, სათავეს პეტერბურგის უნივერსიტეტიდან რომ იღებს. ამჯერად ვკმაყოფილდებით ქუთაისის პედაგოგიურ ინსტიტუტში გამართულ აკაკის საიუბილეო საღამოზე წარმოთქმული სიტყვიდან ერთი ნაწყვეტის მოტანით: - ,,ევსევი მიქელაძე და მე პეტერბურგის უნივერსიტეტში დავმეგობრდით, აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით. ევსევი ჩემზე ორი წლით წინ იყო. გიმნაზია და უნივერსიტეტი ოქროს მედლებზე დაამთავრა. მისი სადიპლომო ნაშრომი დაიბეჭდა. ჩვენი მასწავლებელი, აკადემიკოსი ნიკო მარი საიმედო მეცნიერად თვლიდა, მის ნიჭს ქებით ამკობდა.” ამასთან – დასძინა ბატონმა აკაკიმ – ნიკო მარის რეცენზიის საფუძველზე ევსევის სტუდენტურ ნაშრომს ოქროს მედალი მიენიჭა.
ბატონი ევსევის მდიდარი პედაგოგიური მემკვიდრეობა ძირითად შემონახულია ცოცხალ მეხსიერებასა და პირად არქივებში დაცული ფერშეცვლილი ფურცლების სახით..
/ევსევი მიქელაძე და აკად.
შალვა ნუცუბიძე/
კრისტალური ბიოგრაფიის, საოცრად ამაღლებული სულის მქონე ჭეშმარიტი მამულიშვილი, ქართველი ერის წინაშე ვალმოხდილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე თავისი პირადი მაგალითით დღესაც გვმოძღვრავს, გვიტარებს სისპეტაკის, ერთგულების, თანადგომის, ურთიერთპატივისცემის, სიყვარულის გაკვეთილებს.

ივანე ვარლამიშვილი